პუბლიკაციები
რეპრესიები: სააკაშვილის რჩევით, რომელმაც საქართველოში რუსული ტელეარხები და სიმღერები აკრძალა, უკრაინაში რუსული კინო აკრძალეს!

repres-zar-3-analitსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. უკრაინაში ამოქმედდა აკრძალვა რუსეთის ძალოვანის სტრუქტურების შესახებ ფილმებზე. ვიცე-პრემიერმა ჰუმანიტარულ საკითხებში, უკრაინის კულტურის მინისტრმა ვიაჩესლავ კირილენკომ უწინ განაცხადა, რომ აკრძალვა ეხება ყველა “მილიტარისტულ“ ფილმსა და სერიალს, რომელიც 1991 წლის შემდეგაა გამოშვებული, ასევე ყველა რუსულ ტელე და კინოპროდუქციას, რომელიც 2014 წლის შემდეგ შეიქმნა. კინოს საკითხების სახელმწიფო სააგენტო ასეთ ფილმებს ეკრანზე ჩვენების მოწმობას არ მისცემს. რუსმა რეჟისორებმა კიევის ხელისუფლების გადაწყვეტილებას თავად უკრაინელებისთვის სასჯელი უწოდეს, თუმცა, მათი აზრით, რუსეთმა საპასუხოდ იგივე არ უნდა მოიმოქმედოს.

უკრაინის უმაღლესმა რადამ 5 თებერვალს მიიღო კანონი, რომელიც ნებას რთავს აკრძალონ იმ ფილმების ჩვენება, „ქვეყანა-აგრესორად“ მიჩნეული სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებისა და არმიის პროპაგანდას რომ ახდენს. უწინ უკრაინის პარლამენტმა მიიღო განცხადება, სადაც „ქვეყანა-აგრესორად“ რუსეთი იქნა აღიარებული. აპრილის დასაწყისში დოკუმენტს ხელი მოაწერა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. კანონი ასევე ითვალისწინებს ასეთი ფილმების ტრანსლაციისთვის პასუხისგების შემოღებას ჯარიმის სახით.