პუბლიკაციები
კიევი პანიკაშია: ინკოგნიტო წყაროს ცნობით, რუსეთმა დნესტრისპირეთი შესაძლოა თავის ტერიტორიად გამოაცხადოს! სააკაშვილი თავის ამპლუაშია...

amplua-zar-2-analitსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ნებისმიერ დროს ზედა პალატა შესაძლოა საგანგებო სხდომაზე შეიკრიბოს, კიევის მიერ თავისებურად იქნა ინტერპრეტირებული. უკრაინის ხელისუფლებამ, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ფედერაციის საბჭო რუსეთის შემადგენლობაში მოლდოვის რესპუბლიკის მიერთების პროცესის დაწყებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც რესპუბლიკის პრაქტიკულად მთელი მოსახლეობა რუსეთთან შეერთების მომხრეა, 2006 წელს გაიმართა. 2014 წლის მარტში დნესტრისპირეთის ხელისუფლებამ მიმართა სახელმწიფო დუმას ისეთი კანონის შემუშავების მიღების თხოვნით, რომელიც რფ-ს შემადგენლობაში დნესტრისპირეთის მიღების საშუალებას მისცემდა.

დნესტრისპირეთის საზღვარზე დაძაბულობის პროვოცირებით, რასაც საგანგებოდ ამ მიზნით ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნული სააკაშვილის მეშვეობით მიაღწიეს, კიევში გადაწყვიტეს, რომ დადგა ჟამი, როცა რუსეთი, ბოლოსდაბოლოს ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ინკოგნიტო წყარო არ წარმოადგენს ასეთი ხმამაღალი განცხადებების საფუძველს. ეს უფრო მორიგი სენსაციაა საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე სიტუაციის დაძაბვის მიზნით.