პუბლიკაციები
„რუსეთს მოთმინების ფიალა ამოეწურა! მოსკოვი მეტად აღარ მოითმენს დასავლეთის ორმაგ სტანდარტებს“ - ლავროვი

lavr-zar-1-analitსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო ბლუმბერგთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. კერძოდ, რფ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა: „რუსეთი ითმენდა დასავლეთის დუმილს უკრაინაშ მიმდინარე მოვლენებზე. გარდა იმისა, რომ დასავლეთელი პოლიტიკოსები დუმდნენ, ისინი მხარს უჭერდნენ ფაშისტურ სიმბოლიკიან ულტრანაცისტებს, რომლებმაც ქვეყანაში გადატრიალება მოახდინეს. დასავლეთ დუმდა უკრაინის ხელისუფლებაში მოსულთა განცხადებებზე, რომ ყირიმიდან გაეძევებინათ მთელი რუსულენოვანი მოსახლეობა“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მკაფიოდ გამოხატა კრემლის პოზიცია: რუსეთი მეტად აღარ მოითმენს ორმაგ სტანდარტებს და „შავი სია“ ამის პირველი მტკიცებულებაა. ლავროვი გააკვირვა დასავლეთელ პოლიტიკოსთა რეაქციამ იმაზე, რომ მათ სიაში თავისი გვარები აღმოაჩინეს.

ევროპული სანქციების სიისგან განსხვავებით, რუსეთის ე. წ. „შავი სია“ ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით არის შედგენილი“, - აღნიშნა ლავროვმა.