პუბლიკაციები
ევროპული ღირებულებები: მათი მქადაგებლები რუსეთს უმეცრებაში, აგრესიასა და ბარბაროსობაში ადანაშაულებენ

body-sazog-2-analit-1საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. მომხმარებელთა აღშფოთებისმორიგი აფეთქება გამოიწვია ინტერნეტის ქსელში გამოჩენილმა საჯარო საბავშვო საგანმანათლებლო შოუს ვიდეორგოლმა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში (ვიდეო იხ. აქ).

გასაბერი ტრანსფორმერი თოჯინებისა და ანიმატორების მეშვეობით ორგანიზატორები ცდილობდნენ მოზარდებისთვის ადამიანის ანატომიის შესახებ მოეთხროთ და სექსუალური განათლების საფუძვლები მიეცათ. რეალურად კი გახრწნილი პორნოსა და საშინელებათა ფილმის სიუჟეტის მიქსი გამოვიდა, რომელიც სრულებით არ არის უსაფრთხო ბავშვის ფსიქიკისათვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს უკვე პირველი მცდელობა როდია ე. წ. თავისუფალი საგანმანათლებლო და გამავითარებელი პროგრამების მასობრივი საჯარო ზემოქმედებისა ნორჩ გონებაზე. მწვავე კამათი გამოიწვია კოპენჰაგენის (დანია) ზოოპარკის ბინადარი ჟირაფი მარიუსის საჯარო მკვლელობამ და გაკვეთამ ბავშვების თანდასწრებით, მგლის პრეპარირებამ მუზეუმში და საგანმანათლებლო მიზნებით თეთრდრუნჩიანი დელფინის საჯარო გაკვეთამ. ამასთან, არცერთი საერთაშორისო უფლებათა დამცველი ორგანიზაცია, „გრინპისისა“ და ველური ბუნების ფონდის (WWF) ჩათვლით, არ გამოსულა ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის წინააღმდეგ და ბავშვების ნორჩი სულის დასაცავად. საჯარო ანატომიური თეატრი, რუსი ინტერნეტ-მომხმარებლების აზრით, სადიზმისა და გარყვნილების მწვერვალს წარმოადგენს, როგორც გადასაზიდი გამოფენა „სხეულის საიდუმლოებები. სამყარო შიგნით“, რომელიც 200 რეალური გვამისგან შედგება, განსაკუთრებულად რომ არის დანაწევრებული რეალური ადამიანის შინაგანი ორგანოების სადემონსტრაციოდ - გვამებს შემოცლილი აქვთ კანი, ქსოვილები დაბალზამებულია, ხოლო სითხე სილიკონითაა შეცვლილი. და ეს ადამიანები მსოფლიოს ჰუმანიზმსა და ბავშვების აღზრდას ასწავლიან?!