პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩვენ უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესზე და არა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე“

dekrimin-polit-3საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მიმართ მას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

...ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შევუქმნათ ახალგაზრდებს ბედნიერი მომავალი. უნდა ვიფიქროთ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესზე და არა მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე, რასაც შემდგომ შესაძლოა, მოჰყვეს მისი ლეგალიზაციის მოთხოვნა და საბოლოოდ მივიღებთ მომავალი თაობებისთვის სავალალო შედეგებს. სამწუხაროა, რომ საზოგადოება არ საუბრობს მთის განვითარებაზე, დემოგრაფიის საკითხებზე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს და საუბრობენ იმაზე, რომ თავისუფლად მოსწიონ ქუჩებში მარიხუანა. ვისაც სურს, თუ ასე ძალიან უნდათ, ეს მოუწოდონ თავიანთ შვილებს", - განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.