პოლიტიკა
„უკრაინა არ არის უფლებამოსილი მოახდინოს სააკაშვილის ექსტრადირება თავისი კონსტიტუციის შესაბამისად“ - საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე

No-polit-2-analitსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძემ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე ტელეკომპანია GDS-ის ეთერში ისაუბრა.

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 4 საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული, რომელთა განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში. უკრაინის გენერალურ პროკურატურას რამდენჯერმე მივმართეთ, საიდანაც მივიღეთ უარი. ვინაიდან სააკაშვილმა მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ ხდება... სამართლებრივად, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი გახდა უკრაინის მოქალაქე, უკრაინა კონსტიტუციის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი მოახდინოს მისი ექსტრადირება სხვა ქვეყანაში",- განაცხადა შოთაძემ.