საზოგადოება
„მე უკრაინა და ოდესა მებრალება, რადგან ვიცი სააკაშვილის იქ ყოფნით რა უდიდესი საფრთხის წინაშეა ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი!“ - სანდრო ბრეგაძე

bregaZe-sazog-1-analitსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე სააკაშვილის გუშინწინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით  განცხადებას აკეთებს:

„... ვუცქერდი უტიფრობითა და ხელისუფლებაში დაბრუნების მანიაკალური სურვილით შეპყრობილ ამ კაცუნას და თავისთავად გონებაში ამომიტივტივდა ყველა ის ამაზრზენი რამ, რაც მისი მმართველობის 9 წლის მანძილზე სუფევდა.

...კაცს რომელიც მილიარდებს ხარჯავს ქველმოქმედებაში, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი და უმდიდრესი პიროვნება გახლდათ ხელისუფლებაში მოსვლამდე, დააბრალო კორუფცია თუ სახელმწიფოს ხარჯზე გამდიდრების სურვილი, ზნედაცემულობა, უმადურობა და მანიაკალიზმია... მე მაინც მახსოვხართ როდესაც თქვენმა მამამ შევარდნაძემ პარლამენტში მოგიყვანათ მიშა, მერაბიშვილი და ადეიშვილი, დამოკლებული შარვლებით და გაცრეცილი ფეხსაცმელებით... თქვენი მთავრობის თავდაცვის მინისტრი, ამჟამად ოფიციალური მილიონერი კეზერაშვილია თქვენი მთავრობის კორუფციის და მექრთამეობის სახე, მილიონერი მერაბიშვილია თქვენი მთავრობის კორუფციის სახე, მილიონერი ადეიშვილია თქვენი მთავრობის კორუფციის სახე, თემურ ალასანიაა თქვენი მთავრობის კორუფციის სახე... მაგრამ მთავარი კორუფციის ბუდე მაინც სააკაშვილია, სათავე იმ სიმსივნისა რომელიც სწორედ რომ ბიძინა ივანიშვილმა მოაცილა საქართველოს და ეს სიმსივნე ვეღარასოდეს აღმოცენდება... მე უბრალოდ უკრაინა და ოდესა მებრალება, რადგან ვიცი შენი იქ ყოფნით რა უდიდესი საფრთხის წინაშეა ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი, იმედია ისინიც მალე მოიშორებენ სახადს, რომელსაც სახელად შენი სახელი ეწოდება“,- აცხადებს, კერძოდ, ალექსანდრე ბრეგაძე.