საზოგადოება
„დადიანების სასახლე ქართული კულტურის უნიკალური შედევრია და ჩვენი ვალია, ის მომავალ თაობას შემოვუნახოთ“

Dadiani-sazog-1საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დედოფლისეული სასახლის კვლევისა და რესტავრაციის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დადიანების სასახლე თითოეული ქართველისთვის საამაყო ადგილია, ეს არის ქართული კულტურის შედევრი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, ვინ არიან ჩვენი დიდი წინაპრები, როგორ სახელმწიფოს აშენებდნენ ისინი და როგორი ქვეყანა დაგვიტოვეს. ჩვენი ვალია, ეს უნიკალური სამუზეუმო კომპლექსი შემოვუნახოთ მომავალ თაობას, აღვადგინოთ და მოვუაროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდის წვლილი დადიანების კომპლექსის გადარჩენის საქმეში.