პოლიტიკა
ამერიკის დღეები საქართველოში - საინფორმაციო და გასართობი ღონისძიებების ერთობლიობა, აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ზუგდიდში გაიხსნა

Amerik-polit-3-mtavarსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად დაესწრო.

მთავრობის მეთაური აშშ-ის დიპლომატიური მისიის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო გამოფენაზე იმყოფებოდა, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ინფორმაცია აშშ-ის გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამების, საკონსულო და საიმიგრაციო მომსახურების, საგრანტო და დახმარების პროგრამების შესახებ,

ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობისა და იმ სხვა პროექტების შესახებ, რომელთაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს.

amerik-polit-3-qvem