პოლიტიკა
„მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება, შექმნას ელექტრონული პეტიციების პორტალი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს საზოგადოების მონაწილეობას ქვეყნის მმართველობაში“

Admin-polit-2საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალური კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მმართველობის საკითხებში მოქალაქეთა მზარდი ჩართულობის კარგი გამოხატულებაა ის საზოგადოებრივი ცენტრებიც, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო მცირერიცხოვან დასახლებულ პუნქტებში აშენებს.

ეს ცენტრები გამიზნულია იმისათვის, რომ მოქალაქეებს ადგილზე ერთი ფანჯრის პრინციპით მიეწოდოთ საჯარო და კერძო სწრაფი სერვისები, ასევე ერთიან სოციალურ-კულტურულ და საკომუნიკაციო სივრცედ ჩამოყალიბდეს ბიბლიოთეკები, მათ შორის ელექტრონული ბიბლიოთეკები, უფასო კომპიუტერები და ინტერნეტი. ჩემი მიზანია, რომ ეს სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ იყოს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ჩვენ ვართ მოტივირებული, საქართველო გარდავქმნათ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მჯერა, თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორების - აშშ-ის, ევროკავშირის მხარდაჭერა, რომ რეალური დემოკრატია დამკვიდრდეს საქართველოში“, - მიმართა პრემიერმა OGP-ის კონფერენციის მონაწილეებს.