„როგორ შეიძლება იმეგობრო და ისაუბრო მეგობრულ ურთიერთობებზე ქვეყანასთან, რომელიც ოკუპანტია?!“
საქართველო, 4 ივნისი,
საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა
თეა წულუკიანმა უკრაინაში ვიზიტის დროს, გამოცემა "
უკრინფორმთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.
„...ჩვენ არ ვლაპარაკობთ მეგობრობაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ საჭიროა რაღაც ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტა... მეგობრობა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია მანამ, სანამ ისინი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციას არ განახორციელებენ. მე ვერ შევძლებდი გამეტარებინა ის მტკივნეული რეფორმები, რასაც ევროკავშირის მიერ მოცემულ საშინაო დავალებას ვეძახი, მთავრობა, უკლებლივ ყველა მინისტრი, პრემიერი ევროპელები რომ არ ყოფილიყვნენ... ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ჩვენ პრორუსულები ვართ, უსაფუძვლოა. ამას ამბობენ ისინი, ვისაც საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებისა და საკუთარი თავის ერთადერთ პროდასავლურ ძალად წარმოჩენის იმედი აქვთ... ეს მათ მიიყვანეს საქართველო იქამდე, რომ არასრულწლოვნებს ციხეებში აწამებდნენ... ჩვენი ხელისუფლება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ერთი ხელით აშენებს, მეორეთი იმ ფატალური შეცდომებს ასწორებს, რომელიც წინა ხელისფლების მიერ იქნა დაშვებული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.