პუბლიკაციები
„უკრაინა მხოლოდ რუსეთთან საომრად არის საჭირო“: „კიბერბერკუტის“ ჰაკერებმა სოროსისა და პოროშენკოს მიმოწერა გამოაქვეყნეს

kiber-zar-2-anსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. „კიბერბერკუტის“ ჰაკერებმა უკრაინის პრეზიდენტის პირადი მიმოწერა გატეხეს მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანთან, ამერიკელ მილიარდერ ჯორჯ სოროსთან. მიმოწერის თანახმად, „უკრაინა სოროსს მხოლოდ რუსეთთან საომრად სჭირდება“, - აღნიშნულია „კიბერბერკუტის“ საიტზე.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურთან მიმოწერაში სოროსი მომხრეა კიევისთვის სუპერთანამედროვე ხარისხის ლეტალური იარაღის მიწოდებისა და უკრაინელი ძალოვნების წვრთნისა დასავლეთში. რჩევებს პეტრო პოროშენკოს უკრაინის ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად რფ-თან ომისთვის ამერიკელი გენერლები და დამსახურებული სარდლები მისცემენ.

ამასთან, სოროსმა დაუდასტურა პოროშენკოს, რომ ევროკავშირისგან რუსეთთან საბრძოლველად ითხოვს უკრაინისთვის ყოველწლიურად მილიარდამდე დოლარის გამოყოფას, თუნდაც ეს მათთვის ზარალის მომტანი იყოს.