საზოგადოება
ლონდონის "ქრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი ბიძინა ივანიშვილმა 800 000 ფუნტ სტერლინგად იყიდა

Aukcion-sazog-1საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. 1957 წელს "არსენალის მთა ღამით", 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ის 2007 წელს - სოთბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ნიკო ფიროსმანის “არსენალის მთა ღამით’” საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა და მისი ნახვის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

ივანიშვილების ოჯახმა ფიროსმანის ტილო ქრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა.