პოლიტიკა
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო: 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნებისადმი“ მოსახლეობის მხარდაჭერა იზრდება

MeCta-polit-1საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი.  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მადლობას უხდის საარჩევნო ადმინისტრაციას ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების შუალედური არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. პარტია ულოცავს „ქართული ოცნების“ კანდიდატებს არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას.

... მოსახლეობა არ ექცევა სიცრუის მანქანის გავლენის ქვეშ და სათანადოდ აფასებს იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ უკანასკნელი ორწელიწადნახევრის განმავლობაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, ე კონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის მიმართულებით განიცადა.

მოსახლეობის მიერ გამოცხადებული ნდობა ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი სტიმული, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებით“.