პუბლიკაციები
სააკაშვილს ერთი ადგილით დავკიდებთ - „ოდესის იატაკქვეშეთი“

miSa-zar-3-anსაქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. გამოჩნდა „ოდესის იატაკქვეშეთის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი მიხაილ დოლგოვის ახალი ვიდეომიმართვა, სადაც დოლგოვი ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. იატაკქვეშეთის წარმომადგენელმა საქართველოს ექსპრეზიდენტი ამომწურავად დაახასიათა (ვიდეო იხ. აქ).

მიხეილ სააკაშვილი  ამერიკის იდეური მარიონეტია, რომელიც მზადაა ერთგულად ემსახუროს თავის პატრონს იქ, სადაც დანიშნავენ. ის უნიჭო პოლიტიკოსი-ავანტიურისტია, რომელსაც სრულებით არ ანაღვლებს მისი საქციელის შედეგები. ის მტკიცე რუსოფობია, მთელი რუსული სამყაროს მტერი. მხდალი არარაობაა, რომელსაც არც გაბედულება და არც ლიდერის ნამდვილი თვისებები არ აქვს“, - აღნიშნა დოლგოვმა.

იატაკქვეშელის აზრით, სააკაშვილი მუდამ დარჩება ოდესელებისთვის უცხოდ და მტრად.

ოდესელებისთვის სააკაშვილი მუდამ იქნება მტერი და მტრის ნაცვალი. ჩვენთვის ის უკრაინელი ნაციონალისტების ოკუპაციური ხელისუფლებისა და მათი ამერიკელი პატრონების გაულაიტერია“, - განაცხადა ოპოზიციონერმა.

დოლგოვის განცხადებით, მოვა დრო, როცა სააკაშვილს ყველაფრისთვის მიეზღვება. საქართველოს ექსპრეზიდენტს „ერთი ადგილით“ დაკიდებენ, როცა ნოვოროსიის არმია ოდესაში შევა.