პუბლიკაციები
საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დატოვებას ნეგატიურად აფასებს.
„ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები და ეს ღირებულებები არის საქართველოს მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს საქციელი", - აღნიშნა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის" თანახმად, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს პირი, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.