პუბლიკაციები
„ივანიშვილის ფულს მაინც ამოვიღებ, ზიმბაბვეშიც რომ დამალოს“ - სააკაშვილის მუქარა (ვიდეო)

safrtx-aqtual-2-analit-5საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილისთვის ქონების ჩამორთმევას გეგმავს. ამის შესახებ განცხადებას სააკაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩვანში" აკეთებს (ვიდეო იხ. აქ).

"როდესაც მოვა ნორმალური ხელისუფლება, სისხლის სამართლის საქმე არავის წინააღმდეგ არ უნდა აღიძრას. ერთადერთი, ვინც სოლიდურად უნდა აგოს პასუხი ამ ყველაფერზე, არის ივანიშვილი. ისეთი მაგარი პრაქტიკა მივიღე ეხლა აქ, იანუკოვიჩის ფულის დაბრუნების, ივანიშვილის ფულს ამოვიღებ, ზიმბაბვეშიც რომ დამალოს", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.