პუბლიკაციები
პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი უილიამ ენგდალი: „აშშ მსოფლიო გავლენას კარგავს პუტინის ჭკვიანური მოქმედებების გამო“

zar-3-an-3საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. მცდელობა, რუსეთისთვის მისი ადგილი მიეჩინათ, აშშ-თვის სრული მარცხით დასრულდა, რადგან რუსეთი არა მარტო არ გრძნობს თავს უმწეო მსხვერპლად, არამედ აფორმებს ბრწყინვალე საგარეო ეკონომიკურ, სამხედრო და პოლიტიკურ გარიგებებს მთელ მსოფლიოში, - მიაჩნია პოლიტოლოგ უილიამ ენგდალს, - იტყობინება რია ნოვოსტი.

პროფესორი ირწმუნება, რომ რუსეთისთვის მისი ადგილის მიჩენის მცდელობები აშშ-ის მხრიდან სრული მარცხით დამსრულდა ყველა მიმართულებით. ერთი მხრივ, მათმა სანავთობე სტრატეგიამ, რომელსაც უნდა დაენგრია რუსეთის ეკონომიკა, თავად აშშ-ს დაარტყა. მეორე მხრივ კი, რუსეთის იზოლაციის მცდელობა სრული კრახით დასრულდა.

ენგდალი ვარაუდობს, რომ აშშ-ის გარიგებამ საუდის არაბეთთან ნავთობზე ფასებთან დაკავშირებით, დიდი დარტყმა მიაყენა ამერიკელ ფიქლის ნავთობის მწარმოებლებს, რომელთათვისაც მოპოვება გამაკოტრებლად იქცა, და ამ კომპანიებმა ვერ შეძლეს კრედიტების დაფარვა. ამერიკელ ექსპერტებზე დაყრდნობით, მეცნიერებათა დოქტორი ამბობს, რომ მდგრადი მოგების მისაღებად აშშ-ის მწარმოებლებს ნავთობის ფასი:  ბარელზე 120 დოლარი ესაჭიროებათ.

ამასთან, ენგდალის ვარაუდით, რუსეთთან ტოტალური ომის წარმოების მცდელობისას აშშ-მა დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვა - ავტორის თვალსაზრისით, ესაა მარცხიანი სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში.