ებრაელები მასობრივად გარბიან უკრაინიდან! - ავიგდორ ესკინი
საქართველო, 1 ივნისი,
საქინფორმი. კიევის ხელისუფლება დაჟინებით ირწმუნება, რომ მათი ნეობანდერული ხელისუფლების პირობებში ებრაელები მშვიდად ცხოვრობენ და არსად გაქცევას არ აპირებენ. „
კიევის ხელისუფლების განცხადება შორსაა რეალობისგან: ბოლო ხანს მკვეთრად გაიზარდა უკრაინელ ებრაელთა ნაკადი, რომლებიც თავშესაფარს ისრაელში ეძებენ“, - განაცხადა ცნობილმა პოლიტოლოგმა
ავიგდორ ესკინმა ტელეარხ „როსია 24“-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, უკრაინიდან დაახლოებით 2000 რეპატრიანტი ჩავიდა ისრაელში ამ წლის დასაწყისიდან. კიდევ უფრო მეტი ებრაელი ჩავიდა ისრაელში უკრაინიდან ტურისტად და იქ თავშესაფარი ითხოვა. პოლიტოლოგ ევგენი სატანოვსკის შეფასებით, ისრაელში 2015 წლის დასაწყისიდან 7000-მდე ლტოლვილი ჩავიდა უკრაინიდან.