პუბლიკაციები
თეიმურაზ ქარჩავა: „საქართველოს მთავრობას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, განახორციელოს „აბრეშუმის“ გზის ინფრასტრუქტურული პროექტები კონსორციუმის „ანაკლია პორტი და ეკო-პარკის“ მეშვეობით. ეს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის საქართველოში უმუშევრობის პრობლემას“

zar-1-analit-1საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. 25 მაისს კონსორციუმ „Anaklia Eco Park and Port“-ის ხელმძღვანელი თეიმურაზ ქარჩავა სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ჩინეთში, პეკინში, სადაც ის შეხვდა სტრატეგიულ პარტნიორ „POWERCHINA-ს. პარტნიორები შეხვდნენ „აბრეშუმის გზის ფონდს“ და იმსჯელეს ანაკლიის პორტის, სამრეწველო ეკო-პარკის, აეროპორტისა და თავისუფალი ზონის დაფინანსების, ასევე, სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის საკითხები, - იუწყება „Свободная Грузия“.

თეიმურაზ ქარჩავა: „საქართველოს მთავრობას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, განახორციელოს „აბრეშუმის“ გზის ინფრასტრუქტურული პროექტები კონსორციუმების „ანაკლია პორტი“ და „ეკო-პარკის“ მეშვეობით. ეს ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის საქართველოში უმუშევრობის პრობლემას. არსებობს მეორე, ალტერნატიული მარშრუტი ჩინეთიდან ევროპისაკენ, ყაზახეთისა და უკრაინის გავლით, და თუ ეს მარშრუტი ამუშავდება,ამ უნიკალურ შანსს დავკარგავთ. ამიტომ, თუ იქნება ხელისუფლების კეთილი ნება, კონსორციუმი „ანაკლია პორტი და ეკო-პარკი“ მთლიანად მზადაა, საკუთარი რესურსებით დაიწყოს ამ პროექტების განხორციელება მომდევნო წლის 1 მაისიდან“.