რედაქტორისგან
საქინფორმი: „1805-დან 1814 წლამდე ოდესის გუბერნატორი იყო დიუკი, 2015 წელს... სააკაშვილი გახდა! პოროშენკომ კვლავ შეურაცხჰყო საქართველო დაქართველი ხალხი, როცა გუბერნატორად 4 სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და 9 საქმის მოწმე დანიშნა“

sazog-3-redaq-2-mtარმან ემანუილ დიუ პლესი, ჰერცოგი (დიუკი) დე რიშელიე 1803 წელს - ქალაქის თავი, 1805 წლიდან 1814 წლამდე კი ოდესის გენერალ-გბერნატორი გახდა. ოდესელებმა თავის ყველაზე პოპულარულ ქალაქის თავს „ჩვენი დიუკი“ უწოდეს და ქალაქის დამაარსებლად მიიჩნევდნენ, თუმცა იმ დრისათვის ოდესის არსებობა უკვე 8 წელს ითვლიდა. ახალი ქალაქის თავის ძალისხმევით ქალაქი დიდ სავაჭრო პორტად გადაიქცა. 1828 წელს იქ დადგეს ძეგლი, რომელიც ბრინჯაოს დიუკის სახელითაა ცნობილი. ახლა ეს ოდესის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. ოხუნჯები დიუკის ხილვას ძეგლის მარცხენა მხარეს მდებარე, წყლის ლუკიდან ურჩევენ - ამ რაკურსიდან გრაგნილი რიშელიეს ხელში ერთობ ორაზროვნად გამოიყურება...

თუმცა, შეუდარებლად დიდ ხუმრობად იქცა დიუკის ნაცვლად... სააკაშვილის დანიშვნა 2015 წელს - თავის სამშობლოში 4 სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულისა და 9 საქმის მოწმედ მიჩნეული დამნაშავისა!

ჩემთვის ახლობელ უკრაინელ ხალხს, განსაკუთრებით ოდესის მოსახლეობას, თანაგრძნობას ვუცხადებს. ეს უკრაინის ხელისუფლების სერიოზული შეცდომაა, თუმცა, მათ საქმეებში არ ვერევი. ღმერთმა ქნას, რომ სააკაშვილი სხვა ადამიანად იქცეს, თუმცა ეს შეუძლებლად მიმაჩნია...“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით საგანელიძემ.

საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი ნინო ბურჯანაძე კი პოროშენკოს ნაბიჯს ქართველი ხახლის შეურაცხყოფად მიიჩნევს. მისი თქმით, „საქართველოს ხელისუფლება და ბატონი პოროშენკო არ შეიძლება ჩაითვალონ საქართველოს მეგობრებად, რადგან, მან, თავის მხრივ, ძალზედ შეურაცხჰყო ქართველი ხალხი!“.

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 1 ივნისი
საქართველო, თბილისი

sazog-3-redaq-2-qvem