საზოგადოება
ოდესა ახალ გუბერნატორ სააკაშვილს წითელი ჰალსტუხებით დახვდა (ვიდეო)

saz-2-mtსაქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ოდესელებმა ოდესის ოლქის ახალი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უგულოდ მიიღეს და წითელი ჰალსტხუხების ფლეშმობი მოუწყვეს.

ქალაქში გამოფენილ წითელ ჰალსტუხებზე წერია „მიშასთვის“.დიდი რაოდენობით ჰალსტუხები საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან მიიტანეს (ვიდეო იხ. აქ).

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 30 მაისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პირადად უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პორშენკომ წარადგინა, რომელიც ოდესაში მასთან ერთად ჩავიდა.

 წინა დღეს კი, 29 მაისს, მან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, ავტომატურად გაუუქმდა რა საქართველოს მოქალაქეობა. სააკაშვილის ჰალსტუხთან დაკავშირებულმა ინციდენტმა ფართო გავრცელება პოვა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 8 აგვისტოს ტელერადიოკორპორაცია „ბი-ბი-სიმ“ თავის ეთერში უჩვენა კადრები, სადაც საქართველოს პრეზიდენტი თავის ჰალსტუხს ღეჭავს მას შემდეგ, რაც სამხრეთ ოსეთში პროვოკაცია ჩაუფლავდა.

saz-2-1 saz-2-2