რელიგია
მამა ილია: როცა ერი მშიერია, მღვდლები 100 ათასიანი მანქანებით არ უნდა დადიოდნენ

sam-3-relig-1საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ქარელის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მსახური მამა ილია ჩიკვაიძე მარხვის პრინციპებზე საუბრობს.

ქეთო ბებო თუ ცუდად გახდა და ყველი ჭამა მარხვაში, ეს რა მარხვის დარღვევაა. მარხვა არ არის მხოლოდ საჭმელი, მარხვა არის საგნებთან და ძვირფასეულობასთან დამოკიდებულება“, - ბრძანა მამა ილიამ.

მისი თქმით, ჩვენი საზოგადოების ღვთისადმი რწმენა ხშირად ფარისევლურია.

ეს არის ჩვენი უდიდესი ტრაგედია, რომ ფარისევლები ვართ. მარხვა მაშინ იქნება, როდესაც 100 000 დოლარიან ჯიპს გაყიდი, ხუთი ათასიან ავტომობილს იყიდი და 95 ათასს დოლარს შენც მოიხმარ, მრევლსაც მოახმარ და ეკლესიასაც“, - ბრძანებს მამა ილია ჩიკვაიძე.

რანაირი მარხული ხარ, როდესაც შენს გვერდით ვიღაც მშიერი კვდება და შენ 5-ლარიან ბადრიჯნის ფხალს მიირთმევ?“- აცხადებს მამაო და დასძენს, რომ ასეთ მარხვას ღმერთი არ შეიწირავს, პირიქით, რისხვას დაატეხს ასეთ ადამიანებს.