შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუს შეხვდა

საქართველო, 1 ივნისი,
საქინფორმი. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ
უილიამ ლაჰიუს თანადგომისთვის და ხაზი გაუსვა ნატო-სთან თანამშრომლობის არეალის გაფართოების აუცილებლობას.