პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: "წულუკიანი უკრაინაში გია გეწაძეს შეხვდა. აქვს თუ არა ღირსება ჩვენს ხელისუფლებას?!"

polit-3-analitსაქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრის უკრაინაში ვიზიტს ჟურნალისტი, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა:

„...საქართველოს იუსტიციის მინისტრი შეხვდა იმ გეწაძეს, რომლის უშუალო რეკომენდატორს - მიხეილ სააკაშვილს საკუთარ ქვეყანაში 4 ბრალი აქვს წაყენებული. მაინტერესებს, რა გამოცდილებას უზიარებდნენ ერთმანეთს გია და თეა? რომელ რეფორმაზე საუბრობდნენ, ან რატომ საუბრობდნენ საერთოდ... მოკლედ, კოჰაბიტაციამ უკრაინაში გადაინაცვლა. ვიმეორებ: ამ ღალატის გამო ყველა აგებთ პასუხს!

შეურაცხმყოფელია, როცა საქართველოს ხელისუფლების მინისტრები ერთმანეთის მიყოლებით ჩადიან უკრაინაში და აწარმოებენ N- მოლაპარაკებებს, - დარგების მიხედვით... ანუ ელაპარაკებიან იმ ქვეყნის მმართველ გუნდს, რომელსაც ფეხზე ჰკიდია ქართული მართლმსაჯულება. თავმოყვარეობა არა გაქვთ?!

წულუკიანს წინ გია გეწაძე ეჯდა. ადეიშვილი არ მოიკითხეთ? ან საქართველოს ელჩი უკრაინაში რა ელჩია, ქვეყნის ღირსებას არ იცავს. სამარცხვინო! ასეთი უთავმოყვარეო ხალხი სად იბადება... “,- წერს, კერძოდ, ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის: იუსტიციის მინისტრი კიევში უკრაინელ კოლეგას შეხვდა. თეა წულუკიანმა და პავლო პეტრენკომ ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.