პოლიტიკა
„მთავრობა ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს“

polit-2საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი, ვიფიქროთ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე და დავიწყოთ მკვეთრი მოქმედება, ვინაიდან ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯს... ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა. თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა, საკუთარი რეზიდენციისთვის გამოეყენებინა შენობა, რომელიც მთავრობამ პრეზიდენტისთვის ააშენა და 26 მილიონი დახარჯა, ჩემთვის და ყველასთვის მისასალმებელი იქნებოდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, ასეთი ფეშენებელური და ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მაგრამ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზდენციის გაყიდვა ან სხვაგვარად განკარგვა პრაქტიკულად შეუძლებელია.