პუბლიკაციები
საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. ქათამაძის კანდიდატურას ასოციაციის X ყრილობაზე მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადეს.
უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაცია 1998 წელს დაფუძნდა და 7000-მდე საშუალო და მსხვილ ბიზნესს აერთიანებს, ასოციაციის წევრთა დაახლოებით 40% ფიზიკური პირია, 60% კი - მსხვილი ბიზნესი.ქათამაძის თქმით, ასოციაცია უკრაინაში გამჭვირვალე საგადასახდო სისტემის დანერგვისთვის იბრძვის. „რეფორმამ უნდა შექმნას ჯანსაღი სისტემა გადასახადის გადამხდელებისთვის და ჩვენს ასოციაციას აქვს დიდი როლი ამ პროცესში“, - განაცხადა გრიგოლ ქათამაძემ და აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი ამოცანა ასოციაციის გაზრდა და გაფართოება იქნება.
უკრაინის გადასახადის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტი ორი წლის ვადით ირჩევა.
გრიგოლ ქათამაძე უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2008 წლის დეკემბრიდან 2013 წლის მარტის პერიოდში იკავებდა.