პუბლიკაციები
რაულ ხაჯიმბა რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეების მინისტრ ლევ კუზნეცოვს შეხვდა და სამხედროებს აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ახალი უფროსი წარუდგინა

raul-zar-3-an-mtსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. რესპუბლიკის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბას შეხვედრა რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეების მინისტრ ლევ კუზნეცოვთან სოხუმში გაიმართა - იტყობინება აფხაზეთის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი. შეხვედრისას განხილული იქნა აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის რეალიზაციის საკითხები 2015-2017 წლებში, - ნათქვამია ცნობაში. ლევ კუზნეცოვმა ხაჯიმბას იმ სოციალური და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დათვალიერების შედეგებზე მოუთხრო, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროგრამაში დევს.

პრემიერ-მინისტრ არტურ მექვაბიასთან ერთად, შვეთანხმდით, რომ შევეცდებით უფრო მკაცრი გრაფიკი დავაწესოტ საკვანძო ობიექტებთან მიმართებაში, რომლებიც გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრების ხარისხზე“, - აღნიშნა ლევ კუზნეცოვმა.

აფხაზეთი მზად არის საინვესტიციო პროგრამის სარეალიზაციოდ“, - აღნიშნა ხაჯიმბამ.

22 მაისს კი რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ანატოლი ხრულევი თავდაცვის სამინისტროს კოლექტივსა და სამხედრო ხელმძღვანელობას წარუდგინა. თავდაცვის მინისტრის მოვალეობების შემსრულებელმა ვლადიმერ ანუამ საზეიმოდ გადასცა მას შტანდარტი, - იტყობინება „აფსნიპრესი“.

raul-zar-3-qv