პუბლიკაციები
უკრაინის კანონმა სტეპან ბანდერასა და მისი თანამონაწილეების ჰეროიზაციის შესახებ იმდენად აღაშფოთა პოლონელები, რომ ქვეყნის ახალმა ლიდერმა ანჯეი დუდამ პეტრო პოროშენკოსთან უკვე დანიშნული შეხვედრის გაუქმება ამჯობინა

bandera-zar-2-anსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. უკრაინაში ომია და სულ უფრო მეტი სიდუხჭირე ისადგურებს, იღუპება ხალხი, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კი, ვითომც აქ არაფერიაო, პოლონეთში ჩადის, რათა იმხიარულოს მატჩზე, რომელშიც ვარშავის ნაციონალურ სტადიონზე ერთმანეთს ხვდებიან დნეპროპეტროვსკის "დნეპრი" და ესპანეთის „სევილია“.

რასაკვირველია, ასეთი თავშექცევისთვის პოროშენკოს ფული აქვს, ის ხომ თავისი ეკონომიკური „გეშეფტების“ წყალობით მილიარდერად რჩება. თუმცა, უბრალო უკრაინელებს, რომლებიც სისხლს ღვრიან და ლუკმაპური ენატრებათ, ასეთი საქციელი შოკში აგდებს, - დარწმუნებულია პოლონელი ქსენძი ტადეუშ ისაკოვიჩ-ზალესკი, პუბლიცისტი და ოპოზიციონერი.

უკრაინის პრემიერს თავის სასახლეში ბრონისლავ კომაროვსკი მიიღებს. იქიდან ორივე სტადიონისკენ უნდა გაემართოს. თავის მხრივ, ახალარჩეული პრეზიდენტი ანჯეი დუდა კარგად გრძნობს საზოგადოების განწყობას და ამიტომ უკრაინის პრეზიდენტთან უკვე დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. „ეს კარგი ნაბიჯია, იმიტომ, რომ ამ შეხვედრის გამო ის ბევრს დაკარგავდა, - აღნიშნავს ტადეუშ ისაკოვიჩ-ზალესკი, - რადგან თავისი წინასაარჩევნო კამპანიისას მან ერთმნიშვნელოვნად დაგმო ზემოხსენებული კანონი. ის რომ ახლა პოროშენკოს შეხვედროდა, და კომაროვკსის მსგავსად, გადახვეოდა და მხარზე ხელი დაეკრა, მაშინ თავის დაპირებებს უგულებელჰყოფდა“, - განაცხადა პუბლიცისტმა.