პუბლიკაციები
თბილისსა და კიევში შავ ზღვას რუსეთის გარეშე იყოფენ?!

more-zar-1-anსაქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. შავი ზღვა ქართული და უკრაინული გახდება, როცა იქ რუსი სამხედროები აღარ იქნებიან. ამის შესახებ  საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში გამართულ მიტინგზე „ბალტია-შავი ზღვის ნაციის ალიანსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თამარ შავლაძემ, ჟურნალისტების იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა (ვიდეო იხ აქ), რომელიც საქართველო -უკრაინის საზღვრის წარმოშობის პერსპექტივებს უკავშირდებოდა.

სხვათა შორის, ასეთ საზღვარზე ოცნებობდა ოდესღაც ბატალიონი „დნეპრი-1“-ის მეთაური იური ბერეზა.

მჯერა, რომ როდესაც შავ ზღვაზე აღარ იდგებიან რუსული ჯარები, ჩვენ საზღვარიც აღარ გვექნება. გვექნება საერთო ზღვა, შავი ზღვა, რომელიც იქნება ქართულიც და უკრაინულიც. ცოტას თურქებსაც მივცემთ, თუმცა თურქებმა ჯერ ის უნდა დააბრუნონ, რაც თავის დროზე მიითვისეს“, - აცხადებს შავლაძე.