პატიმრები 1 იანვრიდან ვიდეოპაემნებით ისარგებლებენ
პატიმართა კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს.
საუბარია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეოპაემნების სისტემის ამოქმედებაზე. სურვილის შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნება, სასჯელაღსრულების ბიუროს შესაბამისი განცხადებით მიმართოს.
ნებართვის შემდეგ კი პატიმართან ვიდეოპაემანი შედგება. პატიმრებსა და მათ ახლობლებს ვიდეოპაემნებით სარგებლობა თვეში დაახლოებით რვაჯერ შეეძლებათ და ის 15-წუთიანი იქნება.
ვიდეოპაემნებით ვერ ისარგებლებენ მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირები, რომელთაც ათი და მეტწლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.