საზოგადოება
ხუხაშვილი: „პრემიერს ამ განცხადებით სურდა ეჩვენებინა, რომ ფლობს ოპონენტ პარტიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას, რაც ან ჭორაობაა, ან სპეციალური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის გახმოვანება"
khukha-sazog-3საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. ექსპერტი გია ხუხაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ "სამ ნაწილად დაყოფაზე" საუბრობს. „პროფესიონალ პოლიტიკოსს სიხარული არ უნდა ეტყობოდეს სახეზე და თუ მას ეტყობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ არის მაინცდამაინც კარგი შემსრულებელი. არ უნდა ეტყობოდეს პოლიტიკოსს ასეთი ემოციები სახეზე... არც ის არ მომეწონა როდესაც მან თქვა, რომ კიდევ მინიმუმ სამი ნაწილი გამოეყოფა "ნაციონალურ მოძრაობას". ამით მას უნდა იმის თქმა, რომ ის ფლობს რაღაც ექსკლუზიურ ინფორმაციას, რაც ჩემის აზრით კარგ შემთხვევაში ჭორაობაა და ცუდ შემთხვევაში არის სპეციალური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაციის გახმოვანება, რაც კიდევ უფრო უარესი უბედურებაა... ეს მის პოლიტიკურ იმიჯს აზიანებს... ნუ ახლა ასეთი პოლიტიკოსები გვყავს, ვერაფერს ვერ ვიზამთ",- განაცხადა გია ხუხაშვილმა.