საქართველოს ენერგოსექტორში მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება
საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ისრაელის ცნობილი კომპანია „პეგასუსი“ და უმსხვილესი ჩინური კომპანია CEFC-ი საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ - ინვესტირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ინვესტორებს გუშინ პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკური საბჭოს მდივანთან, ბიზნესომბუდსმენ
გიორგი გახარიასთან ერთად შეხვდა.
შეხვედრას ისრაელში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ მირილაშვილი, კომპანია Pegasus East West-ის თავმჯდომარე რაფი კამინერი და კომპანია CEFC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.