პუბლიკაციები
„სამშობლოს გარეთ - სამშობლოსთვის!“ - გამოვიდა ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ პერიოდული გამოცემა - ჟურნალი „ემიგრანტის ხმა“ პირველი ნომერი!

abe-mtსაქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის თავმჯდომარე ელიზა აბელაშვილი:

 ემიგრანტებო! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ()იპ ,,ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის "პერიოდული გამოცემის ,,ემიგრანტის ხმა" პირველი ნომრის დაბადებას! ოცდაექვსი მაისი საკრალური რიცხვია საქართველოს ისტორიაში და დღეს ემიგრანტებისთვის კიდევ ერთი დატვირთვა შეიძინა,დაიბადა ემიგრანტთა ჟურნალი ,რომელიც ორგანიზაციის შექმნის მიზანს, ერთ მუშტად შეკრას მსოფლიოში გაფანტული ქართველები და ვიღვაწოთ ,,სამშობლოს გარეთ- სამშობლოსათვის, ხელს შეუწყობს და უფრო მეტად დაგვაახლოებს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს; ;წარმოაჩენს სამშობლოს ღირსეული ,,დესპანებს" უცხოეთში და გაგვაცნობს მათ შემოქმედებას ; გაგაცნობთ ჩვენი წინამორბედი -ისტორიული ემიგრაციის პირველი და მეორე ტალღის ცხოვრებას და მოღვაწეობას; ემიგრაციის ახალ ამბებს; საბავშვო გვერდს,უცხოეთში დაბადებული ქართველი ბავშვებისათვის და უამრავ საინტერესო რუბრიკას. კიდევ ერთხელ გილოცავთ მეგობრებო!“.

მაშ ასე, 2015 წლის 27 მაისს, დიასპორის დღეს, საქართველოს დიასპორის სამინისტრომ ორგანიზება გაუკეთა დიასპორათა პირველ პროფესიონალურ ფორუმს „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს“, ერთი დღით ადრე კი - 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გამოვიდა ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის პერიოდული გამოცემა - ჟურნალი „ემიგრანტის ხმა“ №1.

abe-0 abe-1
abe-2 abe-3
abe-4 abe-5