პუბლიკაციები
„კიბერბერკუტმა“ უკრაინის ფინანსთა სამინისტროს საიტი გატეხა: ქვეყანაში ფული აღარ არის

kay-zar-2-anსაქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. „კიბერკუტის“ ჰაკერებმა განაცხადეს, რომ შეძლეს უკრაინის ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვალის დეპარტამენტის კომპიუტერული ქსელის გატეხა. მათ ხელში მოხვედრილი დოკუმენტები ცხადჰყოფს, რომ სახელმწიფოს უნარი არ შესწევს, საგარეო ვალს მოემსახუროს, ეს კი, მათი თვალსაზრისით, „თვალნათლივ აჩვენებს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში ბოლო მნიშვნელოვან მოვლენას - ეს უკრაინის დეფოლტია“. ცნობა აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის საიტზე დევს.

ჰაკერების ხელში მოხვედრილი დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ვალის სტრუქტურის შესახებ, მისი მომსახურების ღირებულებასა და დაფარვის გრაფიკს. „კიბერბერკუტის“ დასკვნის თანახმად,სიტუაცია უკრაინაში „ფინანსური და ეკონომიკური კრახის მდგომარეობაშია“.

ჩვენ მიერ მიღებული დოკუმენტები ცხადჰყოფს, თუ რა მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა ხუნტამ. დღეს ბანკროტად იქცა სახელმწიფო საფინანსო სისტემა, მის კვალდაკვალ გაკოტრდებიან კომერციული საწარმოები და ქვეყნის რიგითი მოქალაქეები“, - ნათქვამია ორგანიზაციის საიტზე.