პუტინი: რუსეთთან კავშირის გაწყვეტამ უკრაინის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსი გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა
საქართველო, 27 მაისი,
საქინფორმი. რფ-თან ძველი კორპორაციული კავშირების გაწყვეტამ, რომლებიც უკრაინის თავდაცვითი-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბევრი მათგანი გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა, - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
„ჩვენ თვალწინა მეზობლების, უკრაინის მაგალითი, სადაც რუსეთთან ძველი კორპორაციული კავშირების გაწყვეტამ ბევრი საწარმო გაკოტრებამდე მიიყვანა და აიძულა კვალიფიციური პერსონალი შეეკვეცა“, - განაცხადა მან უცხოეთის სახელმწიფოებთან რფ-ის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე.