უცხოეთი
დიმიტრი მედვედევი: „ჩვენ კეთილშობილურად ვიქცეოდით, ვცდილობდით ბორბლებში ჯოხები არ ჩაგვეჩხირა ისედადაც რელსებს აცდენილი უკრაინის ეკონომიკისათვის. მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვალდებული ვიყავით, კუთვნილი აგვეღო“
medved-zar-3საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. დღეს  უკრაინა რუსული გაზის ვალს იხდის „ საათში ერთ კოვზს“, მაგრამ მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, გაზპრომის ინტერესი მაინც უზრუნველყოფილია - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერმა გადაცემა  „ვესტი“-ში. მან საზოგადოებას შეახსენა: „ეს ეხებოდა გაზსაც: ჩვენ მათ ვუთხარით, გეყოთ ბიჭებო, აი თქვენ მიიღებთ ამდენ იმდენ გაზს, რამდენისაც გადაიხდით. ახლა ისინი გვიხდიან საათში ერთი კოვზისას, გვიგზავნიან 20-30 მილიონ დოლარს.  ეს საკმარისია სამი-ოთხი-შვიდი დღის მიწოდებისათვის. როგორც ჩანს, მეტი ფული არ არის“, - აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.