პუბლიკაციები
რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს არასასურველი უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ

vl-zar-2-anსაქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. კანონი ნებას რთავს საერთაშორისო ან უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობის არასასურველად მიჩნევას, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს რუსეთის საკონსტიტუციო წყობის, მისი თავდაცვისუნარიანობის ანდა უსაფრთხოების საფუძვლებისთვის. ორგანიზაციას არასასურველთა ნუსხას მიაკუთვნებენ გენპროკურორი ან მისი მოადგილეები რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. გარდა ამისა,  კანონის თანახმად, საფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ  ფულად სახსრებთან ან სხვა ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება არასასურველ ენ-ჯე-ო-ებთან.

რუსეთში შესაძლოა აკრძალონ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა, როგორიცაა Human Rights Watch, კარნეგის ფონდი, Transparency International და Amnesty International.