შსს-მ დიდი ოდენობით ყალბი ფული ამოიღო

საქართველო, 26 მაისი,
საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
გოგა ჩ. დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას
194 400 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.