აქტუალური
საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. დღეს, 11:00 საათზე, მთავრობის მეთაური თავისუფლების მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრება და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე სამინისტროების მიერ წარმოდგენილ საინფორმაციო და გასართობ კუთხეებს დაათვალიერებს.