პუბლიკაციები
პრემიერი ღარიბაშვილი: „სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი”

1terit-polit-3-analit-1საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი.  ეთნოგრაფიულ მუზეუმში "აფხაზეთობის“დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.

„ვისურვებდი, რომ ერთ დღეს ყველამ ერთად ვიზეიმოთ დღევანდელი დღე აფხაზეთსა და სოხუმში. მინდა ყველა აფხაზს მივულოცო "აფხაზეთობა" და მათ ვუთხრა, რომ ძალიან გვიყვარს ჩვენი აფხაზი ძმები და დები. ჩვენ მათზე ვზრუნავთ და გვინდა, რომ მათთან ერთად ვიცხოვროთ მშვიდად და გვქონდეს ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. მიმაჩნია, რომ ეს გზა გამარჯვებამდე აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენთვის აფხაზეთი არის ძალიან დიდი ტკივილი. ნებისმიერი ქართველისთვის ეს არის მოუშუშებელი იარა. მანამ, სანამ არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, ვერ იქნება ქართველი კაცი ბედნიერი და ვერც აფხაზი და ოსი იქნება ბედნიერი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.