უცხოეთი
რუსეთმა შესაძლოა სანქციები შემოიღოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ნაციზმს

zarub-2-anსაქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ფედერაციის საბჭომ მოუწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, შეიმუშაოს პრაქტიკული ზომები იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც ნაციზმის რეაბილიტაციისა და ნაცისტი დამნაშავეების ხელშემწყობთა ჰეროიზაციის პოლიტიკის რეაბილიტაციას ახდენენ, - იტყობინება რია ნოვოსტი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „აუცილებელია როგორც პერსონალური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში სანქციების ამოქმედება ამ სახელმწიფოთა და კონკრეტული პირების მიმართ“.

რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მცდელობები, რუსეთს გადაბრალდეს მეორე მსოფლიო ომის დაწყება, პირდაპირ მუქარას შეიცავს რფ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისათვის, ევროპული თანამშრომლობისა და საერთაშორისო სტაბილურობისათვის.