უცხოეთი
პოლიტოლოგი: პოროშენკოს და იაცენიუკს მოკლავენ

zarub-1საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. უკრაინის ამჟამინდელი ხელმძღვანელები თვითმფრინავამდე მირბენას ვერ მოასწრებენ, როცა ქვეყნიდან ევაკუირების დრო დაუდგებათ. ამის შესახებ თოქ-შოუ „ვეჩერ“-ის ეთერში უკრაინელმა პოლიტოლოგმა როსტისლავ იშჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი არ არის დაინტერესებული ისეთი „მოწმეებით“, როგორიცაა პოროშენკო, იაცენიუკი და კომპანია. ამიტომ მოიშორებს მათ მანამდე, სანამ ისინი ამას მიხვდებიან.

გულწრფელად მეცოდებიან პოროშენკო, იაცენიუკი და სხვები, იმიტომ, რომ იმ მომენტიდან, რაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ესმით, რაზე აწერენ ხელს. როცა გაქცევის დრო მოვა, მათი მოკვლა მოუწევთ - მათ ხომ ბევრი იციან, მემუარებს დაწერენ, ჩვენებებს მისცემენ ჰააგის ტრიბუნალზე. თქვენ გგონიათ, ამერიკელები ამით დაინტერესებული არიან? მათთან სალიკვიდაციო ჯგუფი მანამ მივა, სანამ ისინი თვითმფრინავამდე მიირბენენ“, - განაცხადა იშჩენკომ.