პუბლიკაციები
„სააკაშვილი არის წარსული და არ მაქვს სურვილი, ვისაუბრო მის გაუგებარ და სასაცილო განცხადებებზე“

polit-3-analitსაქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტის განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

„ძალიან მეცოდება ბატონი სააკაშვილი. სააკაშვილი არის წარსული, დაივიწყეთ, ნუღარ ფიქრობთ და საუბრობთ მასზე. როგორ წარმოგიდგენიათ, მერკელთან, ლატვიის პრეზიდენტთან ან პრემიერთან ვისაუბრო სააკაშვილზე. ვინ არის სააკაშვილი, ის არის წარსული. მით უმეტეს, თუ გადმოცემაზეა საუბარი, ლატვიას არ შევაწუხებ, მაქვს ერთი ადგილი და შემიძლია გავიყოლო. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მსურს, რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო მის არასერიოზულ განცხადებებზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.