პუბლიკაციები
საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. ეს პოლიტიკური მესიჯი ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან მიიღო.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ტექნიკური პროცედურების დასრულება წლის ბოლომდე გახდება შესაძლებელი.
„პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომ შემდეგი არის საქართველო. პრაქტიკულად ეს უკვე დაადასტურეს ევროპელმა ლიდერებმა. ჩვენ გვაქვს საფუძველი, რომ მომავალ წელს ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ უვიზო მიმოსვლა ევროპაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.