უცხოეთი
აბაშიძე: „დასავლეთი რეკომენდაციას იძლევა, გაგრძელდეს კარასინთან მოლაპარაკებები“

1-aba-zar-3-anსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა რფ-თან დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს დასავლეთელი პარტნიორები რეკომენდაციას იძლევიან, გაგრძელდეს მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან. ასეთი კომენტარი გაუკეთა მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას კარასინის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ სამხრეთ ოსეთთან „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ შეთანხმების რატიფიკაციისას, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 18 მარტს.

კარასინი დსთ-ს ქვეყნებთან და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებას უწევს. პრეზიდენტის დავალებით, იგი შესაბამის დოკუმენტებს სახელმწიფო სათათბიროში სარატიფიკაციოდ წარადგენს. ასე იყო გასულ წელსაც, როდესაც მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა. ეს აბსოლუტურად არალეგიტიმური და უკანონო დოკუმენტებია“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისი მოლაპარაკებებს კარასინთან არაფორმალური ხასიათი აქვს.

"ეს არის არაოფიციალური კონსულტაციები. დღემდე არაფორმალურ დიალოგს ვაწარმოებთ, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე. ჩვენი დასავლელი პარტნიორების ცალსახა აზრი, რჩევა და რეკომენდაციაა, რომ ჩვენ ეს არაფორმალური დიალოგი გავაგრძელოთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს იგი“, - განაცხადა აბაშიძემ.