უცხოეთი
აპრილში უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონები „უკრაინაში კომუნისტური და ნაციონალ-სოციალისტური (ნაცისტური) ტოტალიტარული რეჟიმების დაგმობისა და მათი სიმბოლიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“, „1917-1991 წლების კომუნისტური ტოტალიტარული რეჟიმების სარეპრესიო ორგანოების არქივებზე წვდომის შესახებ“, „1939-1945 წლების მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების უკვდავყოფის შესახებ“ და „მეოცე საუკუნეში უკრაინის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ხსოვნის სამართლებრივი სტატუსის შესახებ“.
ეს დოკუმენტები კრძალავს საბჭოთა სიმბოლიკას, გმობს კომუნისტურ რეჟიმს, ასაჯაროებს საბჭოთა სპეცსამსახურების არქივებს და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებად აღიარებს უკრაინის მეამბოხეთა არმიასა (უპა) და რიგ სხვა ორგანიზაციებს.
რადამ მიიღო კანონების პაკეტი „უკრაინის დეკომუნიზაციის შესახებ“, როგორც ამას წინასწარ განჭვრეტდნენ უკრაინელი ექსპერტები. პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ამ კანონებს ხელი არ მოაწერა მაისის დღესასწაულებამდე, რათა არ დაეშვა სიტუაციის გამწვავება და შესაძლო შეტაკებები დემონსტრაციებზე.