პუბლიკაციები
ანგელა მერკელი: "საქართველოსთვის და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის შერბილება ჯერ შეუძლებელია"

1-merkel-aqtual-3-analitსაქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. გერმანიის კანცლერის ამ განცხადებას უცხოური მედიასაშუალებები ავრცელებენ.

"სავიზო რეჟიმის შერბილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული საჭირო პირობების შესრულების შემთხვევაში. ევროკმისიამ წარმოადგინა ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინამ და საქართველომ საკმარისი ძალისხმევა გამოიჩინეს ამ საკითხში. თუმცა ეს ძალისხმევა ჯერ საკმარისი არ არის, რომ სიტუაცია ამ კუთხით ზოგადად გაუმჯობესდეს",-განაცხადა მერკელმა.

რიგის სამიტში, ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების გარდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის ლიდერები მონაწილეობენ.