უცხოეთი
ლავროვი: ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკები უკრაინის ნაწილად უნდა დარჩეს

1-don-zar-2საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკები უკრაინის ნაწილად უნდა დარჩეს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „როსიისკაია გაზეტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ყველა დონეზე - რუსეთის პრეზიდენტის პირით, სხვა ფორმატებში - ვამბობთ, რომ ჩვენ მომხრე ვართ, ისინი უკრაინის ნაწილად იქცნენ, - განაცხადა მინისტრმა, - მათ ახლა წარმოადგინეს თავისი კონსტიტუციის პროექტი. იქ საუბარია სტატუსზე, რომელიც მინსკის შეთანხმებებით არის გათვალისწინებული: რესპუბლიკები უკრაინის ნაწილი იქნება და შემდგომ გატარდება საკონსტიტუციო რეფორმა, რათა ეს სტატუსი მუდმივ ნიადაგზე დამკვიდრდეს“.

რფ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ ვალდებულებას ვიზა მისცეს გფრ-ის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.