იაპონიამ სურვილი გამოთქვა, პუტინს კურილიის კუნძულების საკითხზე ესაუბროს
საქართველო, 21 მაისი,
საქინფორმი. ტოკიოში ელოდებიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმერ პუტინი იაპონიას სამხრეთ კურილიის საკითხის განსახილველად ეწვევა. ეს განცხადება იაპონიის დედაქალაქში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერ
სერგეი ნარიშკინთან შეხვედრის შემდეგ იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე
მასაჰიკო კომურამ გააკეთა.
„გვინდა მშვიდობიანი შეთანხმება დავდოთ და ტერიტორიული პრობლემა გადავწყვიტოთ, ამისათვის კი სურვილი გვაქვს, რომ პრეზიდენტი პუტინი იაპონიაში ჩამოვიდეს“, - განაცხადა მან.